Saturday, June 30, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით და საშინაო დავალების შემოწმებით.განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშები.მივიღეთ რეკომენდაციები.განვიხილეთ შეფასების  სტრატეგიები, მეთოდები და ინსტრუმენტები.შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშის შეფასების რუბრიკა.ვიმუშავეთ დროში გაწერილ გეგმაზე. მივიღეთ საშინაო დავალება.

Sunday, June 24, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის განხილული საკითხების გამეორებით და საშინაო დავალების შემოწმებით .წყვილებში  განვიხილეთ ინდივიდუალური პროექტები და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.გავეცანით და დავათვალიერეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.შევქმენით ჩვენი პროექტიდან გამომდინარე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მივიღეთ დავალება და დავწერეთ რეფლექსია.ყოველი დღის შემდეგ ტრენინგი უფრო საინტერესო ხდება . 

Saturday, June 23, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე დავიწყეთ განვლილი საკითხების გახსენებით და საშინაო დავალების შემოწმებით.პრეზენტაცია განვიხილეთ წყვილებში .მივეცით ერთმანეთს  უკუკავშირი.
 ბლოგზე  შევქმენით გვერდები,ვისწავლეთ როგორ ილინკება  საიტები და როგორ იტვირთება სურათები.ასევე განვათავსეთ ბლოგზე სურათები და ლინკები.ვისწავლეთ ფბლოგზე ფონის შეცვლა .განვიხილეთ საავტორო უფლებები და გადმოვწერეთ ჩვენს საქაღალდეში საინტერესო და საჭირო ინფორმაცია .ტრენინგი იყო სიახლეებით სავსე .

Sunday, June 17, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე დავიწყეთ წინა დღის საკითხების გახსენებით.შევამოწმეთ საშინაო დავალება.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე.გადმოვწერეთ პრეზენტაციის შაბლონი.ტრენინგი იყო საინტერესო .

Saturday, June 16, 2018

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღის ტრენინგი დაიწყო პირველი და მეორე დღეს განხილული საკითხების გახსენებით და საშინაო დავალების შემოწმებით.დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.შევავსე ზოგადი მონაცემები:სახელი,გვარი,პროექტის სახელწოდება,მოქმედების დრო, პროექტის შინაარსი,სტანდარტები და შედეგები,21-ე საუკუნის უნარები. ვიმუშავეთ ასევე მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე და მიზნებზე.ვისწავლე პროექტზე მუშაობა. მიზნებსა და საკვანძო სიტყვებზე მჭირდება ვარჯიში.

Sunday, June 10, 2018

მეორე დღის რეფლექსია

       დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი  საკითხების გამეორებით . დავათვალიერეთ ბუკლეტების შაბლონები. ავირჩიე პროექტის თემა .შევქმენი ბუკლეტი.ჩავსვი ტექსტი და სურათები. შევქმენი გლოგი და გამოვაქვეყნე რეფლექსიები. კარგად გამომდის ინტერნეტიდან მასალის გადმოტანა .ბუკლეტების შექმნაზე  მჭირდება კიდევ ვარჯიში.

პირველი დღის რეფლექსია








                დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ პროექტებით სწავლება.ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილეთ თითოეული პუნქტი სად შეიძლება ინფორმაციის გაცნობა და სად რესურსების მოძებმა.შევქმენით საქაღალდე ,დავარქვით სახელი .მოვათავსეთ პროექტისთვის აუცილებელი ფაილები მასში .განვიხილეთ ყველა მათგანი ცალ-ცალკე.ვნახეთ  პროექტის ნიმუშები .ჩემი ძლიერი მხარე იყო დოკუმენტებთან მუშაობა და მჭირდება პროქტების სწორად დაგეგმვაზე მუშაობა.